“უზენაესის მოსამართლეების კანდიდატურებზე დღეს მიღწეული შეთანხმება არის შესაძლებელი კომპრომისის შედეგი”

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, უზენაესის მოსამართლეების კანდიდატურებზე დღეს მიღწეული შეთანხმება შესაძლებელი კომპრომისის შედეგია.
​ანჯაფარიძე, მიღებულ გადაწყვეტილებას ოპტიმალურს უწოდებს.
“პოლიტიკა შესაძლებელის ხელოვნებაა, ამავდროულად ის კომპრომისების ხელოვნებაა, რაც უკვე კარგი პოლიტიკის ინდიკატორია. ამიტომაც უზენაესის მოსამართლეების კანდიდატურებზე დღეს მიღწეული შეთანხმება არის შესაძლებელი კომპრომისის შედეგი. ჩვენი ამჟამინდელ პოლიტიკური და უკიდურესად პოლარიზებული რეალობიდან გამომდინარე, ალბათ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მოიძებნა”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კობახიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.
ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და იუსტიციის სამინისტროს მიერ სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი განახლებული სია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები