სალომე ზურაბიშვილი: ჩემგან მიუღებელი იქნება რომელიმე მოსამართლეზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მედიის კითხვებს პასუხობს.
როგორც მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის შესახებ საუბრისას განაცხადა, მისგან მიუღებელი იქნება, თავისი პოზიციის დაფიქსირება, რადგან ის ამ შემთხვევაში პოლიტიკური ფიგურა აღარაა.
​პრეზიდენტის თქმით, სასამართლოს მიმართ ნდობა არამარტო ჩვენ საზოგადოებას, არამედ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებსაც უნდა ჰქონდეს.
“სასამართლოს მიმართ ნდობა არის ქვაკუთხედი ჩვენი დემოკრატიის და მომავალში ევროპასთან მიმართებაში. მას არამარტო ჩვენი საზოგადოების ნდობა, არამედ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ნდობაც უნდა ჰქონდეს. ჩვენ გადავდივართ არსებული რეფორმის მეოთხე ეტაპზე, რაც ჩვენს მომავალს განაპირობებს. პრეზიდენტი არ შეიძლება ყურადღებით არ იყოს ამ პროცესის მიმართ. მე არ ვარ არც ინდიფერენტული და არც ნეიტრალური ამ საკითხში, მომხრე ვარ რეფორმის.
​ხოლო, რაც შეეხება მოსამართლეების სიას, მე აღარ ვარ არც პოზიციაში და არც ოპოზიციაში, ამიტომ, ჩემგან მიუღებელი იქნება რომელიმე მოსამართლეზე ჩემი პოზიციის დაფიქსირება, არც იმის მიმართ თუ როგორ უნდა შეიქმნას სია. ფრთხილი პროცედურებია ჩასატარებელი, რადგან სასამართლოს ნდობას ეხება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი არაა ის ფიგურა, ვინც მითითება უნდა მისცეს ხელისუფლებას, თუ როგორ შედგეს სია. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი ამ პროცესებში საზოგადოების მხარეს იქნება და მათ მოლოდინებს გააჟღერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები