ვინ არის 25 წლის მამაკაცი, რომელმაც მუხიანში ქალის გაუპატიურება აღიარა

25 წლის რობი ალადაშვილი, რომელმაც მუხიანში ახალგაზრდა ქალი ელექტროშოკით გათიშა და იძალადა, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, იგი ველისციხიდანაა და თბილისში ქირით ცხოვრობდა.
დაზარალებულის ინფორმაციით, დამნაშავე მას ქუჩაში ღამით აედევნა, ელექტროშოკის ოთხი დარტყმით გათიშა და შემდეგ გააუპატიურა.
„ზურგიდან თავს დამესხა და მარჯვენა მხარეს კისერზე ელექტროშიკი დარტყმა მომაყენა. დავეცი მუხლებით, ხელების პარალიზება მოახდინა და სუნთქვა შემეკრა. გამათრია შენობასთან, რომელიც ბილიკზეა. ვუთხარი, ხმას არ ამოვიღებ, არაფერი დამიშავო-მეთქი, მაგრამ ზედიზედ კიდევ ორჯერ კიდევ მომაყენა დარტყმა და იძალადა. ძალადობის შემდეგ ვიგრძენი ფეხის ხმით, რომ გავიდა ცოტა ხნით ალბათ და უცბად წამოვხტი, მხოლოდ ხელები მქონდა პარალიზებული და გამოვიქეცი ბილიკისკენ, შველის სათხოვნელად. შემომხვდა გოგო და ვთხოვე, დაერეკა 112-ში და ეს პიროვნება ამ დროს გაიქცა გლდანისკენ ქვევით“, – ამბობს დაზარალებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები