ბათუმში “ღორის გრიპით” კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

0

ბათუმში, ბათუმის მედიცინის ცენტრში H1N1 ვირუსით 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ინფორმაცია “კვირას” აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ დაადასტურა.
როგორც ზაალ მიქელაძე აცხადებს, მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა.
“ჩემი ინფორმაციით, მამაკაცს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა ვირუსის თანამდევი სიმპტომები, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებას მხოლოდ მას შემდეგ მიაკითხა, რაც მდგომარეობა დამძიმდა. იგი კლინიკაში მოათავსეს, მიუხედავად მედიკოსების მცდელობისა, სამწუხაროდ, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განუცხადა “კვირას” ზაალ მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი