ამირან გამყრელიძე: ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ქუთაისში 27 წლის მამაკაცი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქუთაისში, გრიპის ვირუსით, 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
მისივე თქმით, ამ სეზონზე გრიპით გარდაცვლილთა ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების 15 შემთხვევა დაფიქსირდა.
„გიდასტურებთ ინფორმაციას, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში 27 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელდა. ეს დადასტურებულია ლაბორატორიულად. სამწუხაროდ, დღევანდელი რიცხვით, ამ სეზონზე, ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების 15 შემთხვევა გვაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები