მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც თბილისში გოგონა ჯერ გათიშა, შემდეგ კი გააუპატიურა(ვიდეო)

თბილისში, მუხიანში ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურების ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. როგორც დაზარალებული ყვება, ის ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი მასზე იძალადეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ფაქტზე, 1995 წელს დაბადებული რ.ა 31 დეკემბერს დააკავეს.
მათივე ცნობით, დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მუხიანში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ა- მ 30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტროშოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს.
ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს”,-აცხადებენ შსს-ში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები