ესპანეთში ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე 83 პირი დააკავეს

ესპანეთში 83 პირი ჩოგბურთში ჩაწყობილი თამაშების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. მათგან 28 პროფესიონალი სპორტსმენია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაყიდულ თამაშებში ძირითადად ITF Futures და Challenger კატეგორიაში მოთამაშე ჩოგბურთელები იღებდნენ მონაწილეობას. როგორც ცნობილია, დანაშაულებრივი ქმედებები სომხური კრიმინალური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული, რომლის წევრებიც წინასწარ უკავშირდებოდნენ ზემოხსენებული კატეგორიის ჩოგბურთელებს.
დაჯგუფება, სავარაუდოდ, 2017 წლის თებერვლიდან მოქმედებდა.
დანაშაულებრივი ჯგუფების წევრების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას, 167 ათასი ევროს ნაღდი ფული, საბანკო ბარათები, ცეცხლსასროლი იარაღი, ძვირადღირებული ავტომობილები და საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს. ამ დროისთვის 42 საბანკო ანგარიშია გაყინული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები