ვაკეში სასწრაფო დახმარების მანქანამ მოქალაქე იმსხვერპლა-დაშავებულია 12 პირი
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა 12 ადამიანს დაეჯახა, რა დროსაც ერთი პირი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა ჯიხურს შეეჯახა, სადაც იქვე დასაქმებული ადამიანები იყვნენ შეკრებილნი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.