ყინვას და დიდთოვლობას ევროპაში რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოკოლაჟი)

ევროპაში ყინვები და დიდთოვლობაა, ტემპერატურა რეკურდულად დაეცა. დიდთოვლობის გამო ავსტრიაში – 6, გერმანიაში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება საბერძნეთს, აქ ყინვებს 3 ადამიანი ემსხვერპლა.
ანომალიურმა ყინვებმა საბერძნეთამდეც მიაღწია, ტემპერატურა რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა და -19 გრადუსს მიაღწია. სინოპტიკოსები ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ.
ავსტრიის მეტეოროლოგიის და გეოდინამიკის ცენტრალური ინსტიტუტის ინფორმაცით, დღე-ღამეში 20-დან 60 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდა, რამდენიმე მთიან რაიონში კი 80 სანტიმეტრამდე.
ავსტრიასა და გერმანიაში გზებზე მოძრაობა შეიზღუდა, შეწყეტილია რამდენიმე ქალაქს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც. მთავრობა მთაში მცხოვრებ მოსახლეობას ზვავის ჩამოწოლის საშიშროების შესახებ აფრთხილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები