სალომე ზურაბიშვილმა ალილოს მონაწილეებს ორბელიანების სასახლესთან საჩუქრები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლესთან საშობაო ალილოს მონაწილეებს საჩუქრები გადასცა.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცა.
“გილოცავთ ყველას შობის დღესასწაულს. ძალიან მოხარული ვარ, რომ პირველად ამ სასახლესთან გამოიარა ალილომ და მგონი, რომ ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი, ლამაზი ტრადიცია. ყველას გილოცავთ ქრისტეშობის დღეს და დღესასწაულს. მისი მადლი ფარავდეს ყველა ოჯახს და სრულიად საქართველოს და თქვენ, ჟურნალისტებს პირადად, ვინც დიდხანს, ზოგჯერ სიცივეში მელოდებით, თქვენც გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერი იყოს ეს შობის დღე თქვენთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები