ე.წ.ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ფოთში H1N1 ვირუსით 40 წლამდე ქალი გარდაიცვალა. იგი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციით, პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოში ე.წ.ღორის გრიპით 9 ადამიანია გარდაცვლილი.
ამ დროის მონაცემებით, H1N1 ვირუსის 158 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია.