ამირან გამყრელიძე: ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, „ტამიფლუ“ 80 ადამიანზე გაიცა

“ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, პრეპარატი „ტამიფლუ“ 80 ადამიანზე გაიცა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ აქამდე პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის მიერ გაცემული ფორმა N100-ის საშუალებით ხდებოდა, ხვალიდან ფორმა N100-ი სამედიცინო ცენტრმა უნდა გასცეს.
„მარაგი არის ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში და გაფართოვდა გაცემის არეალი. ადამიანთა ჯგუფები, ვისზეც უფასოდ უნდა გაიცეს „ტამიფლუ“, არიან ორსულები, სოციალურად დაუცველები, პენსიონრები, ბავშვები და ამავე დროს ქრონიკული დაავადებით ავადმყოფები. გუშინ და გუშინწინდელი მონაცემებით, რაც მაქვს საქართველოს მასშტაბით, „ტამიფლუ“ 80 ადამიანზე გაიცა. მათ შორის ყველაზე მეტი გახლავთ ორსულები.
დავუშვით გამონაკლისი, რადგან დასვენების დღეებია, ფორმა N100 დადასტურებული ყოფილიყო ექიმის პირადი ბეჭდით და არა სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით, მაგრამ ხვალიდან, ეს უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით გაცემული ფორმა N100 და შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ინფორმაცია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, „ტამიფლუ“ მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და თვითმკურნალობა აღნიშნული პრეპარატით არ შეიძლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები