ამირან გამყრელიძე: ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია გასულ კვირასთან შედარებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია გასულ კვირასთან შედარებით.
„ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას ამ ეტაპზე უკვე მკურნალობის დაწყებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. რამეთუ, ჩვენი კვლევებით, დაახლოებით, 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დღეს ქვეყანაში, სადაც 158, ანუ უმეტესობა, გახლავთ H1N1. დანარჩენი 4 – H3N2, ასევე გამოჩნდა, გვაქვს ერთი “ბ” ტიპის ვირუსი, რომელიც მსუბუქად მიმდინარეობს. გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე გვაქვს 256, ანუ ერთი კვირით მონაცემზე შემცირებულია 21 ერთეულით, მაგრამ კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციით. ისიც შემცირებულია ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 41 პროცენტიდან 33 პროცენტამდე, მაგრამ 33 პროცენტიც ითვლება საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად. ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება და მოგეხსენებათ, მოიმატა ასევე ბოლო კვირაში გარკვეულად სასწრაფოს გამოძახებათა რაოდენობამ, ამიტომ, იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ, რომ ამუშავდა უკვე დღევანდელიდან ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლი, რომელიც წარმატებით იქნა წინა სეზონების დროს გამოყენებული,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღეიდან პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, უკვე ხვალიდან კი კლინიკები 24-საათიან რეჟიმში გადავლენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები