პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დღეს 22:00 საათამდე იმუშავებს

პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 7 იანვარს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს. ხვალიდან კი, მუშაობას 24-საათიანი სამუშაო გრაფიკით განაგრძობს.
აღნიშნული დაწესებულებებია: შპს „მედკაპიტალი-გლდანი“, მისამართი – ვეკუას ქ. N 18; შპს „მედკაპიტალი-საბურთალო“, მისამართი – გამრეკელის ქ. N19; შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, მისამართი – წინამძღვრიშვილისქ. N 57; შპს „მედსი“ (“ვერე-21”), მისამართი – ქიაჩელის ქ. N 18; შპს „მედკაპიტალი-სამგორი“, მისამართი – მოსკოვის გამზირი კვ. 4, კორპ.
„ხვალიდან პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე, კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ბენეფიციარებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყონ“,- აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები