მამუკა ბახტაძე: საშობაო ეპისტოლეში მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები
საშობაო ეპისტოლეში მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საშობაო ლიტურგიას დაესწრო.
„მინდა მივულოცო ყველას შობის ბრწყინვალე დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს. საშობაო ეპისტოლეში მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები: განათლებაზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სამშობლოს სიყვარულზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაწუხებს თითოეულ ჩვენგანს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.