რუსთავის მერი აცხადებს, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით ტრანსპორტზე ტარიფი თვითნებურად არის გაზრდილი

რუსთავის მერი  ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით ტრანსპორტზე ტარიფი თვითნებურად არის გაზრდილი.

ირაკლი ტაბაღუამ  აქციის მონაწილეებთან ერთად „ინტერტრანსის“ კუთვნილი მიკროავტობუსი გააჩერა, საიდანაც 2 ლარის აღმნიშვნელი აბრა ჩამოხსნა და 1.50 ლარიანი აბრა გააკრა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მერიასთან მგზავრობის გაზრდილი საფასურის შემცირების მოთხოვნით მოქალაქეებმა  აქცია გამართეს.

თავის მხრივ, მძღოლები   ამბობენ,  რომ 1.50 ლარად მგზავრთა გადაყვანას ვერ მოახდენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები