ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სავარაუდოდ, ღორის გრიპით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ღორის გრიპით გარდაიცვალა.

როგორც “კვირას” ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა, 24 წლის მამაკაცი ჰოსპიტალში ერთი კვირის წინ მესტიის საავადმყოფოდან გადაიყვანეს, მას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

“პაციენტი კატასტროფის სამსახურის მიერ მესტიიდან იქნა გადმოყვანილი ჩვენს ჰოსპიტალში, მას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ერთკვირიანი ანამნეზი აღენიშნებოდა. ეს იყო ცხელება, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება. შემოყვანისას, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. კვლევებით ორმხრივი ტოტალური პნევმონია დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ პაციენტს თანმხლები პათოლოგიები ჰქონდა: შაქრიანი დიაბეტი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა და მესამე ხარისხის სიმსუქნე. პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში გადავიყვანეთ, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ჩაუტარდა პოლიორგანული უკმარისობის საწინააღმდეგო კომპლექსური მკურნალობა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვირუსის საიდენტიფიკაციო ნაცხის ანალიზი აღებულია, თუმცა კვლევის პასუხი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის”, – განუცხადა “კვირას” სულხან ორჟონიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები