მეუფე შიო: გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას

,,გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას”, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

“სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას. როდის იქნება განხილვა, არ ვიცი”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

ტომოსის გადაცემის შემდეგ, ტაძარში შეკრებილებს მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომემ და უკრაინის ეკლესიის მეთაურმა, ეპიფანემ სიტყვით მიმართეს​.

ტომოსის გადაცემის ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა. მან უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემას ისტორიული მოვლენა უწოდა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი გუშინ მოაწერა. 7 იანვარს ტომოსს კიევში, წმინდა სოფიოს სახელობის ტაძარში გამოფენენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები