საპენსიო სააგენტო: მონაცემთა ბაზაში უკვე 2500-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული 

Seniors with euro coins

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თქმით, მათ მონაცემთა ბაზაში, ორი დღის განმავლობაში, 2500-ზე მეტი კომპანია უკვე დარეგისტრირდა. როგორც მან აღნიშნა, სახელფასო ხარჯი მხოლოდ 1.6%-ით იზრდება, ამიტომ  ეს კერძო კომპანიებს საფრთხეს არ შეუქმნის.
„პირველი სამუშაო დღე დაიწყო 3 იანვარს, სულ ორი დღეა, რაც ვმუშაობთ და უკვე 2500-ზე მეტი კომპანია არის რეგისტრირებული ჩვენს მონაცემთა ბაზაში. ესენი არიან კერძო კომპანიები. მათ უკვე დაიწყეს საპენსიო დეკლარაციების წარდგენა და ასევე, ფულის ჩარიცხვა.
​თუ ციფრების დონეზე განვსჯით, საგადასახადო ეფექტის გათვალისწინებით, მხოლოდ 1,6 პროცენტით იზრდება სახელფასო ხარჯი, საერთო ხარჯებში ეს არის დაახლოებით 0,5 პროცენტი კომპანიისთვის და არა მგონია, რომელიმე კომპანიისთვის ეს იყოს არსებითი ხარჯი ან რომელიმე თავმოყვარე კომპანიამ ამის გულისთვის ან შეამციროს თანამშრომლები, ან უპირატესობა მისცეს იმ თანამშრომელს, რომელიც არ არის ვალდებული, გაწევრიანდეს“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.
ეგახსენებთ, რომ საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან დაგროვებითი  საპენსიო სისტემა ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები