საკრებულოში პროექტი – “თბილისის ისტორიები საკრებულოდან” განახლდა

თბილისის საკრებულოში პროექტი – “თბილისის ისტორიები საკრებულოდან” განახლდა, რომლის ავტორიც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიაა.

როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, იანვრის პირველ შეხვედრას საკრებულოს წევრები, დღემდე ჩატარებული ყველა ღონისძიების წარმდგენი და მომხსენებელი, ასევე, გამოფენების ავტორები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დაესწრნენ.

“გრძელდება პროექტი – “თბილისის ისტორიები საკრებულოდან”, რომელიც ჩვენ 2018 წელს დავიწყეთ და რომლის თემებიც ყოველ ჯერზე სრულიად განსხვავებულია. პროექტის ფარგლებში, ვეპატიჟებით ყველას, ვისაც უყვარს თბილისი და ისტორიულ თემებთან ერთად, იმ გამოწვევებსა და პროექტებზე ვსაუბრობთ, რომელიც ჩვენი დედაქალაქისთვისაა მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მარიკა დარჩიამ.

ღონისძიებაზე მარიკა დარჩიასთან ერთად, სიტყვით მოწვეული სტუმრები გამოვიდნენ და შობა-ახალი წლის აღნიშვნის იმ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე ისაუბრეს, რომლებიც ახალ წელს განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ.

შეხვედრის დასასრულს, მარიკა დარჩიამ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის, ერთ-ერთი ძველი საახალწლო ტრადიციის შესაბამისად  გამომცხვარი საშობაო ბასილები გადასცა.

თბილისის საკრებულოში პროექტი “თბილისის ისტორიები საკრებულოდან” ტრადიციულად, ყოველი თვის პირველ შაბათს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები