ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაგრძელდება

   თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება. პროცესზე მოსამართლე შუამდგომლობებთან დაკავშირებით მხარეების პოზიციებს მოისმენს. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების გაუქმების თაობაზე შუამდგომლობას დააყენებს.
შეგახსენებთ, რომ საქმე 2006 წელს ნავთლუღის ავტოსადგურთან 12 იანვარს ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხება, რომლის დროსაც სამი მამაკაცი გარდაიცვალა.
ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულები არიან: დათა და ბაჩო ახალაიები, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები