თელავის მუნიციპალიტეტში მტაცებლებმა თხები დაგლიჯეს
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მტაცებლებმა თხები დაგლიჯეს. ამის გამო ადგილობრივი მაცხოვრებლები ჩივიან და აცხადებენ, რომ მათ მტაცებლის მოკვლის უფლება არ აქვთ.
მათი ცნობით, შემოდგომიდან გაზაფხულამდე მგლები და ტურები საღამოს საათებში სოფელში ხშირად ჩადიან.
„მტაცებლები ყოველ წელს საფრთხეს უქმნიან როგორც პირუტყვებს, ასევე ჩვენ ადამიანებს“,- აცხადებენ ადგილობრივები.