ზესტაფონის მერია დაბა შორაპანსა და არგვეთაში საფეხბურთო მოედნების მშენებლობა – რეაბილიტაციას ახორციელებს

ზესტაფონის მერია დაბა შორაპანსა და არგვეთაში საფეხბურთო მოედნების მშენებლობა – რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კაკოიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სრულიად ახალი, თანამედროვე სპორტული სივრცე მოეწყობა სოფელ არგვეთის ცენტრში. სტადიონის მოწყობაზე 157 878 ლარი დაიხარჯება.

რეაბილიტაცია უტარდება დაბა შორაპანში არსებულ საფეხბურთო მოედანს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 84 512 ლარს შეადგენს.

“ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა – რეაბილიტაცია, ხელს უწყობს მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას, ასევე სპორტსმენებს აძლევს შესაძლებლობას სრულყოფილად ივარჯიშონ. სპორტული სივრცეები ასევე ადგილობრივების პოზიტიური განტვირთვის ადგილს წარმოადგენს”,- აღნიშმა ვახტანგ ღამბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები