„ჩერნოვეცკის” ფონდის საქველმოქმედო სასადილო ახალი წლის დღეებში სრული დატვირთვით მუშაობს

ამ საახალწლო დღეებში „ჩერნოვეცკის ფონდის“ საქველმოქმედო სასადილო განსაკუთრებული ინტენსიურობით მუშაობს. ბენეფიციართათვის მზარეულებმა ჩინებული სუფრა გააწყვეს: ჩაქაფული, ქათმის ფლავი, ხაჭაპური, ქაშაყი ბოსტნეულით, მუჟუჟი, ლობიანი, ნამცხვარი, ბავშვებისთვის – ხილი და კამფეტები.
1000-დე ჩვენმა ბენეფიციარმა სიამოვნებით დააგემოვნა საახალწლო კერძები. ამ ადამიანების თქმით, „ჩერნოვეცკის“ ფონდის სახით მათ შეიძინეს „სახლი“, სადაც თავს მყუდროდ და ღირსეულად გრძნობენ.
ლიანა მექერიშვილი, 72 წლის: „უღრმესი მადლობა თქვენ საახალწლო სუფრისთვის. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. „მადლიერების წიგნში“ უკვე ჩავწერე ჩემი სამადლობელი. გისურვებთ სიკეთეს, სიძლიერეს, სიხარულს, ყოველივე საუკეთესოს!“.
ელისო მაკალათია, 65 წლის: „ სახლში მაგიდაც კი არ მაქვს. ჩემი 11 წლის გოგონა გაკვეთილებს ამზადებს სამზარეულოს პატარა მაგიდაზე. რაც თქვენთან დავიწყეთ სიარული, მოვითქვით სული. მაგალითად, აქ ვსადილობთ, ბავშვი ამზადებს გაკვეთილებს, გვაძლევენ ტანსაცმელს, ვისვენებთ სულიერად. შესანიშნავი საახალწლო სუფრა იყო, მადლობის მეტი აბა რა მეთქმის“.
ჩერნოვეცკის ფონდი უსურვებს ბენეფიციარებს გამძლეობას, ცხოვრების გაუმჯობესებას, სამსახურის შოვნას, პრობლემების მოგვარებას! 2019 ყოფილიყოს მათთვის გარდატეხის წელი!
„მალე ჩვენი ქვეყანა უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეს შობას იზეიმებს. თუ თქვენ გსურთ ამ დღისთვის საჩუქარი გაუკეთოთ ჩვენს ბენეფიციარებს, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან ფონდში, სადაც პირადად შეგახვედრებთ ამ ადამიანებს. თქვენ, ასევე, გექნებათ შესაძლებლობა გაესაუბროთ მათ, გაეცნოთ ფონდის საქმიანობას ადგილზე და თავად მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები