ივანე მაჭავარიანი: 15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს” კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს

“15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს” კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პრობლემური სესხების განულების პროგრამის მიმდინარეობის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც არ შემოუერთდა ამ პროცესს.
„ზოგი მათგანი სიებს აზუსტებდა,ზოგისთვის პირობები აღმოჩნდა მიუღებელი. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს” კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, ამ ვადაში მათაც შეეძლებათ შეუერთდნენ აღნიშნულ პროგრამას”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები