ფილიპინებზე, სავაჭრო ცენტრთან ნაღმი აფეთქდა – არიან დაღუპულები

ფილიპინების მინდანაოს კუნძულზე, ქალაქ კოტაბატოში, სავაჭრო ცენტრთან ნაღმი აფეთქდა, დაიღუპა 2 ადამიანი, 20 კი – დაშავდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Mindanao Examiner ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა “მოტოტაქსიში” იყო დამონტაჟებული, რომელიც სავაჭრო ცენტრ “South Seas Mall”-თან იყო გაჩერებული.
ქალაქის მერმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები