„ნაცმოძრაობის“ მომხრე აზერბაიჯანელების გაქეზებით უნდათ, რომ ორ ერს შორის რაღაც უთანხმოება მოხდეს“

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის, ალი ბაბაევის განცხადებით, ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანულ თემთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
ამის შესახებ ბაბაევმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა „აზერბაიჯანულ თემთან დაკავშირებით, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო საინფორმაციო საშუალებებში, სოციალურ ქსელში. განსაკუთრებით „რუსთავი 2-ზე“, რომელიც ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ლიდერობს. თურმე, ქართულ-აზერბაიჯანულ უნივერსიტეტში, „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში“, აზერბაიჯანელები ყალბ დიპლომებს იღებენ. ეს გაავრცელა „რუსთავი 2-მა“. მათ სურთ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების დისკრიმინაცია მოახდინონ. ეს ცრუ ინფორმაციაა. „რუსთავი 2-ისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული სცენარია.
თუნდაც ის ანტიპოლიტიკა, რომელსაც ატარებს თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის და თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე აზერბაიჯანელების გაქეზებით უნდათ, რომ საქართველოში ამ ორ ერს შორის მოხდეს რაღაც უთანხმოება. მაგრამ, ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები