გორში 75 წლამდე ასაკის ქალი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ქალაქ გორში დაახლოებით 75 წლამდე ასაკის ქალი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ქალს თავის არეში დაზიანება აქვს მიღებული. თუმცა, აღნიშნული დაზიანება იარაღით არ არის მიყენებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები