თბილისში ავარიის შედეგად მეეზოვე გარდაიცვალა

თბილისში, დღეს, გამთენიისას, აღმაშენებლის ხეივანში „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად 70 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი მამაკაცი მეეზოვეა და იგი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გარდაიცვალა, „კვირას“ “თბილსერვის ჯგუფის” პრესსამსახურში დაუდასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები