ირაკლი კობახიძე: სპეკულაციები, რომ ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიას ლობირებდა, საფუძველს მოკლებულია
„არის სპეკულაციები, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს კავშირი არის მთლიანად საფუძველს მოკლებული”, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას, ლობირებდა თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის დამტკიცებას დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი.