დოლიძე მურუსიძეს: ყველგან ირინა ენუქიძის ხმა ისმოდა და არ გქონდათ სურვილი, რომ მაშინ მისთვის სიტყვა მიგეცათ?!

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მოსამართლე მურუსიძეს, რომელიც საბჭოში გასაუბრებაზე იმყოფება გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენსა და ირინა ენუქიძის მდგომარეობაზე დაუსვა კითხვა.
“იმ დროს, ყველგან ირინა ენუქიძის ხმა ისმოდა და არ გქონდათ სურვილი, რომ მაშინ მისთვის სიტყვა მიგეცათ?” – მიმართა დოლიძემ მურუსიძეს, რაზეც მურუსიძემ შემდეგნაირად უპასუხა:
“საკასაციო ინსტანციაში პროკურატურას მსჯავრდებულების სასჯელის დამძიმება არ მოუთხოვია, ხოლო დაზარალებულს სააპელაციო საჩივარი ჰქონდა გამოტოვებული. ანუ, რეალურად შეუძლებელი იყო ამ საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა მურუსიძემ.
ანა დოლიძემ კი აღნიშნა, რომ მურუსიძის განმარტება მისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი არ აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები