ლევან მურუსიძე: ჩემს შესახებ მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, რაც მე ჩამოვყალიბდი სასამართლოს ლიდერად

„თუ საბჭო თანახმა იქნება, კამერები შემოიტანეთ, გავიდეს პირდაპირ ეთერში და მე დავუმტკიცებ საზოგადოებას რაში მდგომარეობს სინამდვილე გირგვლიანის საქმეზე“, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო სიტემის შიგნით ლევან მურუსიძეს აქვს სხვა სახელი და გარეთ სხვა სახელი.
ამასთან, მურუსიძე აცხადებს, რომ მას უსამართლოდ ჩაგრავენ და იგი არ არის ერთადერთი ისტორიაში.
მე არ ვარ, ისტორიაში პირველი შემთხვევა, ვისაც უსამართლოდ ჩაგრავენ, ჩემს შესახებ მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, რაც მე ჩამოვყალიბდი სასამართლოს ლიდერად, რომელსაც სურდა სასამართლოს კონტინგენტის შენარჩუნება, რომ მოსამართლეები დროზე ადრე არ უნდა გაეშვათ. მე ვიყავი ამის პრინციპული წინააღმდეგი. მურუსიძე პრობლემა გახდა მაშინ, როცა სასამართლოს რეალურ ლიდერად ჩამოყალიბდა. დღეს მოვედი იმ განწყობით, რომ რეალურად, საბჭოს ზოგიერთი არამოსამართლე წევრი ტელევიზიით აცხადებს, რომ მე ვარ არაკეთილსინდისიერი და საუბრობს ორ საქმეზე. ზოგადად ნათქვამი, რომ მოსამართლეს კონსტიტუციის თანახმად არ შეიძლება მოსთხოვო ანგარიში მაგრამ დღეს მოვედი და ჩემი ნებით მინდა, რომ ჩავაბარო ეს ანგარიში, თუ იქნება ამ საქმეებზე შესაბისი კითხვები. ამიტომ სურვილი მაქვს, თუ საბჭო თანახმა იქნება, კამერები შემოიტანეთ ყველამ, ეს გავიდეს პირდაპირ ეთერში და მე დავამტკიცებ, რომ წლების განმავლობაში რასაც ჩემზე საუბრობდნენ პოლიტიკური პარტიები, რომ თურმე მე ვარ გირგვლიანის საქმის მთავარი დამნაშავე და თვითონ რეალურად ყველაფერზე ხელს იწმენდნენ, საზოგადოებას საშუალება მიეცემა, რომ გაიგოს რაში მდგომარეობს სინამდვილე. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ რაზეც მედავებიან, არის აბსურდული სამართლებრივი კუთხით”, – განაცხადა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები