ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება” მყარი და სტაბილური უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში 2020 წლის ბოლომდე

„გუნდი არის ძლიერი, მას ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ჩვენ ასეთივე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას 2018 წლის ბოლომდე და ასეთივე რეჟიმში მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
კითხვაზე – შესაძლოა თუ არა, დაიშალოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გუნდი არის მყარი და რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას – ეს მმართველი გუნდისთვის პრინციპული საკითხი არ არის, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებები შესატანი არ არის. მისივე თქმით, მცირე გადაადგილებები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.
„გუნდი არის მყარი. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, პრინციპული ეს ჩვენთვის არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები არ არის შესატანი. კონსტიტუცია არის მიღებული და ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობას, ზოგადად, აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ზოგადად. აქედან გამომდინარე, გუნდთან დაკავშირებით, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი არის მყარი. რაც შეეხება მცირე გადაადგილებებს, როგორიც მოხდა, მაგალითად, დღეს იურიდიული კომიტეტის შემთხვევაში, ასეთი მცირე გადაადგილებები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, თუმცა, რაც შეეხება, ზოგადად, გუნდის სიძლიერეს, გუნდი არის ძლიერი,მას ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ჩვენ ასეთივე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას2018 წლის ბოლომდე და ასეთივე რეჟიმში მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, „ვინც თამაშობს გუნდურ თამაშს, ის იქნება გუნდის ნაწილი”.
„ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ გუნდის ერთიანობა. ვნახოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზოგადად გუნდი არის ძლიერი და გუნდი აუცილებლად დარჩება ძლიერი 2020 წლის ბოლომდე და ზუსტად ასეთი სახით მოვემზადებით ჩვენ საპარლამენტო არჩევნებისთვის.
„ქართული ოცნება” ძალიან მყარად იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ძალიან მყარი და სტაბილური უმრავლესობით 2020 წლის ბოლომდე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები