ეკა ბესელია სოფო კილაძეს: დაწყნარდი, შეგიძლია გაიარ-გამოიარო და შემოხვიდე (ვიდეო)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს მმართველი გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა.
ერთმანეთს სიტყვიერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სოფო კილაძე და ეკა ბესელია დაუპირისპირდნენ.
სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა მოითხოვა:
„უკვე დიდი ხანია, ხელი ავწიე”, – მიმართა კილაძემ ბესელიას.
თუმცა ეკა ბესელიამ მას სიმშვიდისკენ მოუწოდა:
„ყველა დამელოდეთ მშვიდად, რიგს აქ მე განვსაზღვრავ. დამშვიდდი, დაწყნარდი, რიგი განსაზღვრე იქ, სადაც შეგიძლია განსაზღვრო. აქ მე განვსაზღვრავ რიგს და მოვითმინოთ. დაწყნარდი, კიდევ ერთხელ გეუბნები, შეგიძლია გაიარ-გამოიარო და შემოხვიდე”, – მიმართა ეკა ბესელიამ სოფო კილაძე.
ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ უძღვება. ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.