მამუკა ბახტაძე ბესელიას გადაწყვეტილებაზე: ეს არის ცოცხალი პოლიტიკური პროცესი
„ღმერთმა არ ქნას რომ ყველა საკითხე იყოს აზრთა ერთობლიობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბესელია ზარდიაშვილის თანამდებობებიდან გადადგომას ეხებოდა.
„ჩვენ გავქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური გუნდი არის თანხვედრაში, ამ ინტერესებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ეს არის ცოცხალი პოლიტიკური პროცესი და ყველა ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს თავისი კონკრეტული შეხედულება. ის თავისუფალია თავის არჩევანში და იმ კომუნიკაციაში რაც მას აქვს
საზოგადოებასთან“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.