ზაქარია ქუცნაშვილი მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის საკითხზე: თანასწორობის პრინციპი დარღვეულია

მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა იურისტს თანასწორი შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს და მოსამართლედ გამწესდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
ქუცნაშვილი თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენისას ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო.
„მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა იურისტს თანასწორი შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს და მოსამართლედ გამწესდეს. თანასწორობის პრინციპი დაირღვა, როცა კონკურსის არ გამოცხადებით ეს უფლება ერთმა ჯგუფმა მოიპოვა და სხვა დანარჩენს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა. თანასწორობის პრინციპი დარღვეულია, რადგან ყველა მოსამართლესა და იურისტს არ მიეცა საშუალება, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიეღო. პარლამენტის წევრთა უმრავლესობაში ასეთი განწყობაა: მიუხედავად იმისა, რომ უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლეები სჭირდება, პროცესი იმდენად ჯანსაღი და ობიექტური უნდა იყოს, რომ არავის მიეცეს კრიტიკის საშუალება. თუ პროცესის სათავე არ იქნება ჯანსაღი, გამჭვირვალე და თანასწორი, შედეგები დადებითი ვერ იქნება. ან თავად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს მოსამართლეთა კანდიდატების შესარჩევი პირობები, ან პარლამენტმა უნდა დაადგინოს წესი, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაიცვას “, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები