გია არაბიძე: ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის შემცირება დადებითი ტენდენციაა
ექსპერტი გია არაბიძე ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის შემცირებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობამ აქტიურად იმუშავა.
როგორც არაბიძემ განაცხადა, მართალია ტარიფის კლება უმნიშვნელოა თუმცა, ტენდენცია თავისთავად დადებითია.
“გადაწყვეტილება ნამდვილად პოზიტიურია, მართალია ტარიფის კლება საგრძნობლად დიდი არ არის და მოსახლეობა დიდი შეღავათს ვერ იგრძნობს, თუმცა ყოველ შემთხვევაში მოხერხდა ის, რომ ტენდენცია არის კლებისკენ და მოსახლეობას მომავალი წლიდან არ მოუწევს უკვე არსებული ან გაზრდილი ტარიფის გადახდა.
სერიოზულად იმუშავა მთავრობამ და ის რაც მოხდა დღეს სემეკში მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ქვეყანაში ბუნებრივი აირის ტარიფი კი არ არის დიდი არამედ ხელფასი და პენსიაა დაბალი”, -აცხადებს გია არაბიძე.
საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი თბილისში 0.014 თეთრით შემცირდა.
რაც შეეხება რეგიონებს, სემეკის გადაწყვეტილებით,. იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი” ოპერირებს, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით მცირდება.