ადა მარშანია: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს სერიოზულად უნდა მივუდგეთ
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.
მისივე თქმით, ამ პროცესს სერიოზულად მიდგომა სჭირდება.
„რაც ხდება, ხელისუფლების და თეა წულუკიანის, როგორც იუსტიციის მინისტრის ბრალია. მხარს ვუჭერთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს. ერთთვიანი პაუზა უნდა ავიღოთ და საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ეს პროცესი გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს“, – განაცხადა მარშანიამ.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გაასაჯაროვა.