შემოსავლების სამსახურის სახელით მოვაჭრეებისგან ფულს იღებენ

ბაზრობების ტერიტორიაზე უწყების სახელით მოვაჭრეების შეცდომაში შეყვანა და მათგან გადასახადის ამოღება ხდება. ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მათთან მისულ პირებს შესაბამისი სამსახურის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვონ.
“შემოსავლების სამსახურისათვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში ბაზრობების ტერიტორიებზე – როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დაუდგენელი პირები მოვაჭრეებს თავს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებად აცნობენ და მათგან გადასახადის გადახდას ითხოვენ. შემოსავლების სამსახურის სახელით მოგმართავთ, იმისათვის, რომ არც ერთი ამგვარი ქმედება არ დარჩეს შესაბამისი რეაგირების გარეშე, პირისგან, რომელიც გადასახადის გადახდას მოგთხოვთ, მოითხოვეთ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის დამადასტურებელი მოწმობა. უარის შემთხვევაში, ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე: +995 32 2 299 299, მიმართეთ უახლოეს სერვისცენტრს ან მოგვწერეთ www.info.rs.ge“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები