რაულ ხაჯიმბა: ჩვენ არ ვდგავართ უფსკრულის პირას, ჩვენ წინ მივიწევთ

დე ფაქტო აფხაზეთის “პრეზიდენტმა”, რაულ ხაჯიმბამ მიმდინარე წელი შეაჯამა. დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში რაულ ხაჯიმბა ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა და მცირე განცხადებებს ავრცელებდა.
“ქვეყანა არ დგას უფსკრულის პირას, ჩვენ წინ მივიწევთ. შეიძლება არც ისე დიდი ნაბიჯებით, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ ის უნდა შევუნარჩუნოთ ჩვენს შთამომავლობას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვერ მივაღწიეთ დიდ შედეგებს, მაგრამ არც ქვეყანა დაგვიქცევია”, – განაცხადა ხაჯიმბამ.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბევრი პოლიტიკური გაერთიანება ჩამოყალიბდა.
“მიუხედავად ყველაფრისა, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, მე როგორც ადამიანი არ გავბრაზებულვარ. მე ვცდილობ ვესაუბრო ყველას. ჩვენ უნდა ვისაუბროთ და შეთანხმებით ვიმოქმედოთ”,- განაცხადა ხაჯიმბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები