გიორგი ქობულია: მე ვთქვი, რომ ხალხს მეტად უჭირს, მაგრამ არა უფრო მეტად, ვიდრე უჭირდა „ნაცმოძრაობის” დროს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” დროს ხალხს უფრო მეტად უჭირდა, ვიდრე ახლა უჭირს.
„მე ვთქვი, რომ ხალხს მეტად უჭირს, მაგრამ არა უფრო მეტად, ვიდრე უჭირდა „ნაციონალური მოძრაობის” დროს. თუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” დროს უფრო ნაკლებად უჭირდა ხალხს, ეს არის ტყუილი”, – ასე უპასუხა გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა” და „დემოკრატიული საქართველოს” წევრებს.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრმა ვერ გაიგო, რა ვთქვი. ზუსტად ვთქვი შემდეგი – საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს. მაგრამ რადგანაც ხალხს დღეს არ უჭირს ბევრად უფრო მეტად, ვიდრე უჭირდა გუშინ, ამისგან ხალხისთვის სიტუაცია არ იოლდება”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სიღარიბის დაძლევა არის ნომერ პირველი ამოცანა და მის დასაძლევად ბევრად მაღალი ტემპი გვჭირდება.