წესი-ურავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
წესი-ურავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ხოლო, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზაზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა“,- აცხადებენ დეპარტამენტში.