სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
აღნიშნული საკითხი სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა წარადგინა.
პარლამენტმა გადაწყვეტილება 93 მომხრე, არც ერთის წინააღმდეგ მიიღო.
ცნობისათვის, ​სალომე ზურაბიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ის დიასპორის საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები