კახა კალაძე: ტაქსის სერვისი იქნება მაღალ დონეზე, რაც ბუნებრივად ფასების მატებას გამოიწვევს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერიის მიერ დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში, ტაქსის სერვისი იქნება მაღალ დონეზე, რაც ბუნებრივად ფასების მატებას გამოიწვევს. როგორც მან აღნიშნა, პარალელურად, მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს.

„ზოგადად, თქვენ იცით, რომ მოქალაქეები, რომლებიც ტაქსის მომსახურებით სარგებლობენ, ითხოვდნენ ამ სერვისის მოწესრიგებას. ეს ეხება როგორც ავტომობილს, ასევე, მძღოლს. არსებობს კითხვები, ბევრმა არ იცის ქუჩები. იმ რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწყებული, რა თქმა უნდა, ეს მიმართულება იქნება მოწესრიგებული, ძალიან მაღალ დონეზე.
თვითონ ტაქსის მძღოლების მხრიდან ასევე ავტომობილები იქნება მოწესრიგებული,  ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივად გამოიწვევს ფასების მატებას, თუმცა პარალელურად, მე გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ, მუნიციპალიტეტი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველაზე კომფორტული”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები