თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ავტომანქანების ნაწილების საწყობს გაუჩნდა.
მათივე ინფორმაციით, დამწვარია 70 კვ. მ. ფართობი, თუმცა ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.
შემთხვევის ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.