საშინელებაა, როდესაც შენი შვილის ტანჯვას უყურებ – რობაქიძეების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ
რობაქიძეების ოჯახში 8 წლის წინ შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარული დარდმა შეცვალა. როგორც “კვირას” “ჩერნოვეცკის ფონდიდან” აცნობეს, მათე დღენაკლული დაიბადა – 6 თვის. სულ რაღაც კილო-ნახევარს იწონიდა. ბავშვის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს, თუმცა მას ჯანმრთელობის მხრივ მრავალი პრობლემა შეექმნა.
„საშინელებაა, როდესაც შენი შვილის ტანჯვას უყურებ და არ გაგაჩნია საშუალება, უშველო მას. მათეს საუბარი არ შეეძლო, ვერც გვაგებინებდა რა აწუხებდა“, – ამბობს მათეს დედა.
უფროსი ძმები და მშობლები არ კარგავენ იმედს, რომ მათე გამოჯანმრთელდება. მათ ყველაფერი გაყიდეს რაც კი ებადათ და ბავშვის მკურნალობას მოახმარეს…
მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მათეს მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა. ახლა ის დამოუკიდებლად ჯდება, ცდილობს ცალკეული სიტყვების წარმოთქმას, უყვარს ტელევიზორის ყურება, დედას ყველაფერს აგებინებს. ის ნაბიჯების გადადგმასაც კი ცდილობს.
დიდი იმედია იმისა, რომ ბიჭუნა გამოჯანმრთელდება. ამისათვის მკურნალობის გაგრძელებაა საჭირო, რის საშუალება რობაქიძეების ოჯახს არ გააჩნია. ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ მათეს დედას:
– ქალბატონი ნანა, ვინმე გეხმარებათ ?
– მეზობლები გვეხმარებიან. ღმერთს სულ მადლობას ვეუბნები, რომ ასეთი კეთილი მეზობლები მყავს. მათ ძალიან უყვართ ჩემი მათე და გვერდში მიდგანან, მამხნევებენ მორალურად.
– ამჟამად რა სახის დახმარება გესაჭიროებათ ?
– ერთადერთი, რასაც ვთხოვ კეთილ ადამიანებს, მათეს გამოჯანმრთელებაში გამიმართონ ხელი. ძალიან გვიჭირს, ხანდახან პამპერსის ყიდვის საშუალებაც არა მაქვს. ჩემი ერთადერთი ნატვრაა, შევაგროვო საჭირო თანხა და მათეს მკურნალობის კურსი ბოლომდე მივიყვანო! ვიცი, რომ ღვთის წყალობით, ის სიარულს შეძლებს.
ჩერნოვეცკის ფონდი აცხადებს საქველმოქმედო აქციას მათეს მხარდასაჭერად. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მათე რობაქიძე) ან საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/398-robaqidze/?fbclid=IwAR2FL2BOqgE-MMV0RpGuqUl9ApAohyCrFZS1MZ27GY3B5HuFQGkyshxHPyk