ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა
გამოცემა „ფორბსის” თანახმად, წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 161 ქვეყანას შორის 44-ე ქვეყნად დასახელდა, სადაც ბიზნესისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.
„ფორბსის” რეიტინგის შედგენისას ერთ-ერთი კრიტერიუმი ქვეყნის სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში არსებული პოზიციებია.
კერძოდ, საქართველოზე გამოცემას შემდეგი რეიტინგები აქვს მოყვანილი: ვაჭრობის თავისუფლება – მეოთხე ადგილი მსოფლიოში, მონეტარული თავისუფლება – 70-ე ადგილი, საკუთრების უფლების დაცვა – 74-ე ადგილი, ინოვაციები – 83-ე ადგილი, ტექნოლოგიები – 45-ე ადგილი, ინვესტორების დაცვა – მეორე ადგილი, კორუფცია – 43-ე ადგილი, პერსონალური თავისუფლება – 66-ე ადგილი, საგადასახადო წნეხი – მე-16 ადგილი მსოფლიოში.
ამასთანავე, საქართველოს პოზიცია საუკეთესოა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, გარდა ბალტიის ქვეყნებისა. რაც შეეხება უშუალო მეზობლებს, საუკეთესო პოზიცია აქვს რუსეთს – 55-ე ადგილი, თურქეთს – 57-ე ადგილი, ყაზახეთს – 65-ე ადგილი, აზერბაიჯანს – 70-ე ადგილი, სომხეთს – 81-ე ადგილი”.
ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიას „ფორბსი” ყოველწლიურად აქვეყნებს.