აშშ-ს თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს მეტისი, თანამდებობას თებერვალში დატოვებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა.
მეტისი თეთრ სახლში 2016 წლიდან, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების მომენტიდან მუშაობდა. თავის წერილში ტრამპთან მეტისმა თანამდებობის დატოვების მიზეზად ქვეყნის ლიდერთან შეხედულებების არ დამთხვევა დაასახელა. რამდენიმე დღით ადრე, დონალდ ტრმპმა სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანის შესახებ განაცხადა.
ტრამპმა მეტისის გადადგომის შესახებ ინფორმაცია “ტვიტერის” საშუალებით გაავრცელა.
“გენერალი ჯიმ მეტისი თანამდებობიდან მომავალი წლის თებერვლიდან გადადგება, მან ჩემს ადმინისტრაციაში 2 წელი იმუშავა თავდაცვის მინისტრად”, – წერს პრეზიდენტი.