გორი-ქარელის გზაზე მომხდარ ავარიას 14 წლის ბიჭი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„მერსედესის“ მარკის ავტომობილი 14 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ქვეითად მოსიარულე მოზარდი ავტობანზე კანონის დარღვევით გადადიოდა.
ავარიაში მონაწილე 59 წლის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქემთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები