რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

სოფელ რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა.

მოზარდს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

როგორც “კვირას” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები